Thursday, November 10, 2011
კონსტანტინე გამსახურდია - "დიონისოს ღიმილი"
"მე ვიტყვი სიტყვას-ათასები ყურს დამიგდებენ. მე ვიტყვი სიტყვას შვენიერზე და ღვთაებრივზე და ჩემი სიტყვა თუ დაეცა ფხვიერ ყამირზე, ამ სიტყვას მერმე ათასები ისევ იტყვიან".
"იყავ თამამი, იყავ თამამი და ნუ იქნები მეტად თამამი".
"და სდაც თავშეკავება არ არის, იქ გრძობა ვულგარულია და გულისამრევი. ჭეშმარიტსა და მაღალ სიყვარულს შორით-ბნედა ასაზრდოებდა მუდამ".
"ცხოვრებაში ხომ ყველაფერი წამიერი ხილვაა, სხვა დანარჩენი:მოგონებაა და სიზმარი მტკნარი".
"ხომ აუტანელია: ქვეყანაზე საკუთარი "შინ" არა გქონდეს, ცაში რმერთი არ გეგულებოდეს და არც არვის უყვარდე, ამ გაუხარებელი ცხოვრების ბნელ ღამეში?!"
"ან რომელი ღმერთი მეტყვის, თუ საიდან მოდის ჩემს სულში სიხარული ან მწუხარება?"
"წამიერება უკუნეთის ცალფა რგოლია".
"უკანასკნელი რაკეტები ყველაზე უკეთ ანათებენ".
"ყოველი საინტერესო ადამიანი ავანტიურისტია".
"ასეა, ბედისწერის ბნელ დერეფნებში მოხეტიალენი, გვიან ვცნობილობთ ერთმანეთს".
"ლექსი აროდეს დაუწერია, ყველაზე დიდი პოეტი იყო. მახვილი ხელში არ სჭერია, იყო გმირებძე თვით უგმირესი. მიწა-მამული არა ჰქონია,-ყოველ თავადზე უთავადესი. თუმცა საცოლე არა ჰყოლია,-ყოველს საქმროზე ულამაზესი. მეფეებს, მდიდრებს და მწოგნობრებს გადაუდგა, სულით გლახაკებს და მონებს მიემხრო".
"აჰ, ეს ბედნიერი დღეები! ჩემი ცხოვრების შვიდბეჭდიან წიგნში ისინი შემთხვევით ჩარჩენილ ყვავილების ფურცლებივით ჩაიფერფლნენ, მაგრამ მათი სურნელება ახლაც მწვდება".
"უბირ ადამიანებს სჩვევიათ:პირველ შეხვედრილსავე უამბობენ უცნობს თავიანთ გულის ჭირს და თავგადასავალს".
"ყოველ ციხეს თავისი ხვრელი მოეძებნება".
"ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტი, როცა მას გარე სამყაროს მზერა მოსწყინდება და მხოლოდ საკუთარი სულის დაკვირვება და მარტოობა მოენატრება".
"ადამიანური ლექსიკონი ძლიერ ღარიბია. ძილსა და სიცხადეს, სიკვდილსა და სიცოცხლეს, ბნელსა და ნათელს შორის კიდევ არის რაღაც მესამე".
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment