ვირჯილიო კორბოს ექსპედიციის მიერ მე-V საუკუნის პირველი ნახევრის ორი
წარწერის აღმოჩენამდე უძველეს ქართულ წერილობით ძეგლად ითვლებოდა ბოლნისის სიონის წარწერები.
ბოლნისის
წარწერათა შორის ყურადღებას იქცევს ოთხი უძველესი. ერთ–ერთი მათგანი, მოთავსებული ჩრდილო
შესავლის წირთხლის ქვაზე, ასე იკითხება: (შეწევ)ნითაქრისტჱსითა ფარნ(ევან) და აზარუხტ, შეხუაბთ ე(სე) კარი სალოცველად სულთა ჩუენთათვის.
ეს წარწერა
1838 წელს გამოაქვეყნა მარი ბროსემ. წარწერა იმ მხრივაც იქცევს ყურადღებას, რომ იგი
ხანმეტურ ზმნურ ფორმას წარმოგვიდგენს – შეხუაბთ (–„შევაბით“). თავისთავად ეს ფაქტი,
აგრეთვე წარწერის ასოთა მოხაზულობა იძლევა საშუალებას იგი მიეკუთვნოს მე-V საუკუნის მიწურულს .
1838 წელს გამოაქვეყნა მარი ბროსემ სხვა
მრავალმხრივ საყურადღებო წარწერა, რომელშიც დავით ეპისკოპოსია ნახსენები:
ქრისტე, დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ და ამას ეკლესიასა
შინა შენდა მიმართ თავყანისმცემელნი შეიწყალენ და (მშრომე)ლთა ამას ეკლესიასა შინა
შეეწიე. იი.
როგორც ვხედავთ, ეს წარწერაც ხანმეტია (შეხეწიე
– „დაეხმარე“). ამ წარწერას ივანე ჯავახიშვილი 506 წლის ახლო დროით ათარიღებდა.
1937 წელს კულტურულ ძეგლთა დაცვის კომიტეტმა
ბოლნისის სიონში ჩაატარა სარესტვრაციო სამუშაოები; მაშინ აღმოჩნდა ქართული ეპიგრაფიკის
ბრწინვალე ძეგლი, მოზრდილი წარწერა, რომელიც
წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საბუთს სონის მშენებლობის დათარიღებისათვის. სამწუხაროდ,
წარწერას აკლია თითქმის ნახევარი. მას ასე კითხულობენ: (შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა ოც წლისაპეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაჲ) ამის ეკლესიაჲსაჲ და ათხუთმეტ წლისა (შემდგომად განხეშორა. ვი)ნ აქა
შინა თაჳყანისხცეს, ღმერთმან შეიწყალენ და
ვინ ამის ეკლესიაჲსა დ(ავითი) ეპისკოპოსსა ხულოცოც,
იგიცა ღმერთმან შეიწყალენ.
წარწერა ხანმეტია და პალეოგრადიულადაც ემსგავსება
ზემოთ ნახსენებ ორ წარწერას. აკაკი შანიძემ მიუთითა, რომ წარწერის მიხედვით, ეკლესიის
მშენებლობა დაუწყიათ 478 წელს, პეროზის (458 – 484 წწ) გამეფებიდან მეოცე წელს, და
დაუსრულებიათ 493 წელს. ამდენად, მისი აზრით, ეს წარწერა ამოკვეთილია 493 – 494 წლებში.
მე-V საუკუნით თარიღდება ზემოთ ნახსენები ორი წარწერაც.
ბოლნისის სიონში აღმოჩენილია კიდევ ერთი უძველესი
წარწერა : ჩორან, ქრისტე შეიწყალე ცოლ–შვილითურთ.
ლევან მუსხელიშვილის აზრით, წარწერა პალეოგრაფიული
თვალსაზრისით ძალიან ძველია. მკვლევარი მას მე-VI –მე– VI
I
საუკუნეებით ათარიღებს.
მაშავერის ხეობაში, უანგორო ეკლესიის გარშემო
მდებარე სასაფლაოს ეზოში ლ. მუსხელიშვილმა მიაგნო წარწერიან ჯვრის კვარცხლბეკს. წარწერა
ხანმეტია: ქრისტე, პეტრჱს ხუსობას(ა) მე, ტათვარაზ, აღხუმ(ა)რთე ესე ჯუარი სახე(ლითა) ღმრთისაჲ(თა), შეწევნითა იმ...
აღხუმართე ნიშნავს „აღვმართე“.
წარწერა ლევან მუსხელიშვილის აზრით, მე-VI საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება.