Thursday, November 10, 2011

ძველი ინდოეთის კულტურა

ინდოეთი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს.მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია თავისი კულტურის უდიდეს ნაწილს სწორედ ინდოეთისაგან ეზიარა,
შორეულ წარსულში ინდოეთს „ბრძენთა ქვეყანას“ უწოდებდნენ. ინდური კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურებაა ადამიანის სულის სიღრმეში, მის შინაგან სამყაროში შეღწევა. ამის ნათელი მაგალითია ძველინდური ფილოსოფია და იოგას სისტემა.
ძველი ინდური კულტურა დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლეულიდან ახ.წ. VI ს-მდე არსებობდა. შესაბამისად ძველი ინდოეთის ისტორია ორ დიდ პერიოდად იყოფა: 1. ჰარაპის ცივილიზაციის ხანა (ძვ.წ. 2500-1800). 2. არიული პერიოდი,რომელიც ინდოეთის ისტორიის შემდგომ ხანას მოიცავს და ინდოეთის ტერიტორიაზე არიელთა განსახლებას უკავშირდება.
ძვ.წ. VI საუკუნეში ინდოეთში ჩაისახა სამ მსოფლიო რელიგიათაგან უძველესი-ბუდიზმი. მისი ფუძემდებელი იყო შაკიების სავარეულოს ბელადის ვაჟი სიდჰართხა გაუტამა, რომელმაც 7 წლიანი ასკეტური ცხოვრების შედეგად, 40 წლის ასაკში გასხივოსნების მდგომარეობას მიაღწია და ბუდა ეწოდა.
ძვ.წ. 261 წელს აშოკის მმართველობის დროს ბუდიზმი ინდოეთში ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. სხვადასხვა ინდურ რელიგიათა საფუძველზე ექვსი ფილოსოფიური სისტემა, ანუ მიმდინარეობა ჩამოყალიბდა (ნიია, ვაიშეშიკა, სანქჰია, მიმანსა, ვედანტა და იოგა), რომლებსაც დარშანები ეწოდებოდა.
ინდური კულტურის ფორმირების გზაზე ახალი ეტაპი ძვ. წ IV ასწლეულის ბოლო მეოთხედში დაიწყო, როდესაც ხელისუფლების სათავეში მაურიების დინასტია (321-185 წწ) მოვიდა. ამ მოვლენას წინ უძღოდა დასავლეთ ინდოეთის დაპყრობა ჯერ აქემენიანთა სპარსეთის, შემდეგ კი ალექსანდრე მაკედონელის მიერ ძვ.წ 326 წელს.
ძვ. ინდოეთის მხატვრულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი ლიტერატურას უჭირავს. ინდოეთში დამწერლობა, ჯერ კიდევ ჰარაპის კულტურის ხანაში გაჩნდა , შემდეგ კი ზოგიერთი ცვლილება არიელთა შემოჭრის შემდეგ განიცადა, საკუთრივ ინდური დამწერლობა კი ძვ.წ V საუკუნეში ჩაისახა. მეცნიერებაში არსებობს მოსაზრება, რომ ინდური დამწერლობა სემიტური დამწერლობის სისტემისაგან წაროიშვა.
III –IV საუკუნეებში ტამილანდში ფუნქციონირებდა უმაღლესი რანგის პოეზიის აკადემია, რომელსაც „სანგა“ ეწოდებოდა. აქ იკრიბებოდნენ პოეტები, დრამატურგები, გროვდებოდა საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებები, იდგმებოდა დრამატული ნაწარმოებები და ა.შ.
უმთავრეს ლიტერატურულ წყაროს არიელთა პერიოდის სესახებ „ვედები“ წარმოადგენს, რომელიც არიელ დამპყრობლებს თან მოჰყვა ინდოეთში. ეს არის 4 ნაწილისაგან შემდგარი რელიგიური ტექსტების, ჰიმნების, სიმღერებისა და მაგიური ფორმულების კრებული.
სწორედ ვედების საშუალებით გახდა ცნობილი, რომ იმჟამინდელი ინდური საზოგადოება ოთხ კასტად, ანუ ვარნად დაიყო: 1.ბრაჰმანები, რომლებსაც ქურუმები შეადგენდნენ, 2. ქშატრიები-მეომრები და მოხელეები, 3. ვაიშები - ვაჭარ - ხელოსნები, მიწათმოქმედები, 4. შუდრები დაპყრობილი ტომების, მონების და უთვისტომოებისაგან შედგებოდა.
ახალ, ეპიკურ ეტაპზე (ძვ.წ პირველი ათასწლეული) ვედების რელიგიის ტრანსფორმაცია მოხდა ჯერ ბრაჰმანიზმად, შემდეგ ინდუიზმად.ინდუიზმს ორი ძირითადი მიმდინარეობა აქვს: ვიშნუიზმი და შივაიზმი, თანამედროვე პერიოდში მას კრიშნაიზმიც დაემატა. ინდუიზმის წმინდა წიგნად „ბაჰავატგიტაა“ (ღმერთის სიმღერა) აღიარებული.მისი უმთავრესი საფუძველია მოძღვრება სულთა მუდმივ გადასახლებაზე (სანსარა), რაც ადამიანის ქმედებათა (სანკრისტულად - კარმა) შესაბამისად ხორციელდება.
ინდური კულტურის წარმოდგენა შეუძლებელია მუსიკის, ცეკვისა და თეატრის გარეშე, რომლებიც ორიგინალურადაა ერთმანეთთან შერწყმული.
ინდური მუსიკის თავისებურებებს, ცეკვის კანონებსა და ტექნიკას ეძღვნება უძველესი ტრაქტატი „ნატიაშასტრა“, მასში ნათქვამია, რომ „ მუსიკა ბუნების ხეა, მისი ყვავილობა კი ცეკვაა“. ინდური ცეკვის შემქმნელად ღმერთი შივა ითვლება, ასევე ღმერთებადაა ცნობილი კრიშნა და რამა.
რაც შეეხება ძველ ინდურ არქიტექტურას, ძირითადად ძვ. წ მესამე საუკუნეზე ადრინდელ არქიტექტურულ ძეგლებს ჩვენამდე არ მოუღწევია, ამის მიზეზი ის არის რომ იმ პერიოდში მთავარ სამშენებლო მასალას ხე წარმოადგენდა. ძვ. წ მესამე საუკუნიდან კი ძველმა ინდოელებმა ქვის გამოყენება დაიწყეს. უმტავრესი ძეგლები ინდოეთში ბუდას სახელს უკავშირდებოდა. ბუდისტურ საკულტო ნაგებობათა შორის გავრცელებული იყო გამოქვაბულთა ტაძრენი, ფილები და სვეტები ე.წ სტამბჰები.
ფილა მიწის ბორცვს წარმოადგენდა. გადმოცემის თანახმად, ამ ფილებში ბუდას სხვადასხვა რელიქვია ინახებოდა, გარედან ისინი შემოსაზღვრული იყო ოთხალაყაფიანი გალავნებით, ეს ალაყაფები სამყაროს ოთხ მხარესტან ერთად ბუდაც ცხოვრების გზას მიუთითებდა- დაბადებას (ამოსავლეთი), გასხივოსნებას (სამხრეთი), ქადაგებას (დასავლეთი) და ნირვანას (ჩრდილოეთი).
მთელ ინდოეთის ტერიტორიაზე ბუდასადმი მიძღვნილი ათასობით ფილა იქნა აგებული, რომელთაგან კლასიკურ ნიმუშად მიჩნეულია სანჩაში აგებული ფილა (ძვ.წ 250წ) , მისი სიმაღლე დაახლოებით 23 მეტრია, ფუძის დიამეტრი 36. ბუდისტური არქიტექტურის სხვა სახეობაა სტამბჰები. ყველაზე მეტად ცნობილია მეფე აშოკის მიერ აგებული „ლომის კაპიტელი“, რომელიც ინდოეთის სახელმწიფო გერბი გახდა.
აღსანიშნავია აჯანტის კომპლექსი, რომელიც 29 გამოქვაბულს აერთიანებს.
ძველი ინდური კულტურის ბოლო ეტაპი ახ. წ მეოთხე საუკუნეში დაიწყო ხელისუფლების სათავეში ჰუფთების დინასტიის მოისვლით, რომელიც ერთგვარი პრელუდია იყო ინდოეთის შუა საუკუნეების ისტორიისათვის, მას ინდოეთის ოქროს ხანა ეწოდება (320-535 წწ).

1 comment:

  1. ოქროს ხანაზე არაფერი წერიააააააააა რა არის ეეეეეს.

    ReplyDelete