ძველი ეგვიპტე -ქვეყანა აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელმაც ძვ. წ. 525 წელს არსებობა შეწყვიტა.
მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი- ეგვიპტური ცივილიზაცია ჩაისახა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე, მდინარე ნილოსის დაბლობში. თვლიან, რომ სახელწოდება "ეგვიპტე" მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან "აიგუიპტოს", რომელიც თავის მხრივ აღმოცენდა ქალაქ ხეტ-კაპტახის სახელწოდებიდან, რომელსაც მოგვიანებით ძველი ბერძნები მემფისს უწოდებდნენ. თვით ეგვიპტელები თავიანთ ქვეყანას "კემეტს" უწოდებდნენ, რაც შავ მიწას ნიშნავს ადგილობრივი ნიადაგის ფერის მიხედვით.
ძვ.წ. 5 000 წელს პალესტინიდან და ნუბიიდან გადმოსახლდნენ უცხო ტომები და დასახლდნენ ნილოსის ნაპირთან. ეს ადამიანები გახდნენ პირველი ეგვიპტელები, რომლებმაც სათავე დაუდეს ამ უძველეს ცივილიზაციას.
ეგვიპტეში თავისი მოგზაურობის შესახებ ზუსტი ცნობები დაგვიტოვა სტრაბონმა თავისი „ გეოგრაფიის „ მე-17 წიგნში, სადაც იგი დაახლოებით 90-მდე ეგვიპტურ ქალაქს აღწერს. ძვ.წ. IV-III საუკუნეთა მიჯნაზე ქალაქ ჰელიოპოლისის ქურუმმა მანეთონმა პირველმა შემოიღო ეგვიპტის ფარაონთა დინასტიებად დაყოფის პრინციპი, რომელიც დღემდე თითქმის უცვლელად გამოიყენება. ეგვიპტის ხელახალი აღმოჩენა ევროპის მიერ დაკავშირებულია ნაპოლეონის სახელთან , რომელიც 1798 წელს სამასზე მეტი გემისგან შემდგარი ფლოტილიით ეგვიპტის ნაპირებს მიადგა. მას თან ახლდა ვინმე დომენიკ ვივან დენონი , მის მიერ შეგროვებულ მასალებზე დაყრდნობით დაიწერა 24-ტომიანი წიგნი „ეგვიპტის აღწერა“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ მეცნიერებას - ეგვიპტოლოგიას.ამავე თარიღთანაა დაკავშირებული იეროგლიფური დამწერლობის გაშიფვრა ფრანსუა შამპოლეონის მიერ 1822 წლის 27 სექტემბერს. ფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. იგი ღვთის შვილად მიიჩნეოდა და მის სამეფო ტიტულს ”რას შვილიც” ემატებოდა. თვით ტერმინი ”ფარაონი” ორი სიტყვის შერწყმაა: ”პერ-აა”, რაც ”დიდ სისხლს” ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა.ეგვიპტელთა რელიგიურ წარმოდგენებზე დაყრდნობით სრულდებოდა ფარაონთა მუმიფიცირების რიტუალი. ეგვიპტელთა აზრით, მიცვალებული ცხოვრებას აგრძელებდა სიკვდილის შემდეგ მკვდართა სავანეში ანუ ამიდოსში, სადაც აბსოლუტურად ისევე ცხოვრობდნენ, როგორც სააქაოში. ამიტომ, მისი იმქვეყნიური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, აუცილებელი იყო სხეულის კარგად შენახვა და საყოფაცხოვრებო ნივთების ჩაყოლება.
ძველი ეგვიპტის დედაქალაქის-მემფისის დასავლეთით, ნილოსიდან დაახლოებით ორი საათის მანძილზე, დედაქალაქსა და ე.წ. “მუმიათა ზეგანს” შუა ხოაქიტები და პარასქიტები ცხოვრობდნენ. ეს უკანასკნელნი ცხედრებს აბალზამირებდნენ.მუმიის არსებობა გათვლილი იყო დაახლოებით ათას წელზე, ანუ იმ ვადაზე, რამდენ ხანსაც დედამიწაზე აჩრდილი „კა“ უნდა დარჩენილიყო.
ამჟამად აღმოჩენილი მუმიებიდან ყველაზე ძველია დედოფალ ხეტეფზხერესის მუმია, რომელიც თარიღდება ძვ.წ. მესამე ათასწლეულით. ყველაზე კარგად კი შესწავლილია ფარაონ ტუტანხამონის მუმია, რომლის ირგვლივ პოლემიკა დღემდე არ წყდება.
რელიგიურ წარმოდგენებს ედო საფუძვლად ასევე პირამიდების მშენებლობაც. ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის უმაღლესი პერიოდი III-IV დინასტიების ხანაა. ამ დროს ფარაონებისთვის ააგეს შვიდი განსასვენებელი, აქედან ორი დაუმთავრებელი დარჩა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხეოფსის (ხუფუ), ხეფრენის (ხაფრა) და მიკერინის (მენკაურა) პირამიდები.გვიტემ დასაბამი დაუდო მსოფლიო მონუმენტური ქვის არქიტექტურას. ამასთანავე, საფუძველი ჩაუყარა სკულპტურულ პორტრეტს.
ეგვიპტის ხელოვნების მონაპოვარია კლასიკური არქიტექტურული ფორმები: პირამიდა, ობელისკი, სკეტი. არქიტექტურული დეკორის სხვადასხვა ელემენტი-მრგვალი ქანდაკება, რელიეფი, მონუმენტური ფერწერა.
ეგვიპტელებმა პირველებმა აითვისეს ქვის კონსტრუქციული და დეკორატიული შესაძლებლობები. ასევე პლასტიკური ხელოვნების ძირითადი საშუალებები: მოცულობა, მასა, სიბრტყე, ხაზი,სილუეტი, ფერი-ფერწერასა და რელიეფში.
No comments:
Post a Comment