რენესანსული იტალიის ცენტრს ფლორენცია წარმოადგენდა,სადაც ყველაფერი ხელოვნებით სუნთქავდა. აქ თავს იყრიდნენ რენესანსის სახელმოხვეჭილი ოსტატები. ფლორენციის თავისებური მხატვრული ცენტრი იყო მოქანდაკის, ოქრომჭედლისა და ფერმწერის ანდრეა ვეროკიოს სახელოსნო.სწორედ აქ, 1467 წელს, მოიყვანა თავისი 15 წლის ვაჟი ლეონარდო მპატარა ქალაქ ვინჩის მკვიდრმა, ნოტარიუსმა პიეტრო და ვინჩიმ. ლეონარდომ მყისვე მიიპყრო ყურადღება და შემთხვევითი არ იყო, რომ მას მიანდო ვეროკიომ ანგელოზის ფიგურის შესრულება თავის სურათზე "ნათლისღება". ლეონარდოს ოქროსთმიან ანგელოზში იმდენი კეთილშობილება და პოეტურობა გამოსჭვიოდა,რომ ყველასატვის ცხადი გახდა-მოსწავლემ აჯობა სახელმოხვეჭილ ოსტატს. გადმოცემით, ამის შემდეგ, შეგირდის მიერ დამარცხებულმა ვეროკიომ გადაწყვიტა თავი მიენებებინა ფერწერისათვის.რელიგიის მიმართ სრულიად გულგრილი ლეონარდო რელიგიურ სიუჟეტებს იყენებს საბაბად ფორმალური ექსპერიმენტებისათვის, ახალი მხატვრული ამოცანის გადასაწყვეტად.მე-XV საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ოცდაათი წლის ლეონარდო ტოვებს ფლორენციას და დიდი ხნით მკვიდრდება მილანში.
ლეონარდო და ვინჩის მილანში მოღვაწეობის პერიოდი(1482-1499) არაჩვეულებრივად ნაყოფიერი იყო. იგი ბევრს მუშაობს ჰერცოგის კარზე და,ამავე დროს,ასრულებს უამრავ შეკვეთას.
წმინდა ფრანცისკოს ეკლესიისთვის მან შექმნა "მადონა მღვიმეში", სურათი, სადაც მისმა ფერწერულმა ნიჭმა სრულ სიმწიფეს მიაღწია. ამ სურათში ლეონარდომ სრულყო თავისი ბრწყინვალე ფერწერული ოსტატობა. პირამიდულად აგებული ოთხფიგურიანი ჯგუფი ურბილესი შუქ-ჩრდილით არის გაერთიანებული. ეს არის ლეონარდოს სახელგანთქმული-"სფუმატო"(იტალ-რბილი,ბუნდოვანი), რომელიც მისი ფერწერის მთავარ საშუალებად იქცევა. შუქ-ჩრდილი მის სურათებში არა მარტო ძერწავს ფორმებს, არამედ ქმნის ფიგურათა გარშემო ჰაეროვანი სივრცის ილუზიას. ამ დროს მიიღო ლეონარდომ ახალი შეკვეთა დომინიკელი ბერთაგან. ისინი სთხოვდნენ მხატვარს შეესრულებინა "საიდუმლო სერობის" დიდი ფრესკა სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის სატრაპეზოში. გუტურ სტილში აგებული ეს მონასტერი ლოდოვიკო მარომ განაახლებინა სახელგანთქმულ ხუროთმოძღვარს-ბრამანტეს (1492),დაიწყო სატრაპეზოს ინტერიერის გარდაქმნა. 1495 წელს ლომბარდიელმა მხატვარმა ჯოვანი დონატო მონტორფანომ სატრაპეზოს ერთ კედელზე შეასრულა "ჯვარცმის" დიდი ფრესკული კომპოზიცია.ამავე წელს შეუდგა ლეონარდო სატრაპეზოს მეორე კედელზე "საიდუმლო სერობის" მოხატვას. ეს სამუშაო 1498 წელს დამთავრდა.ნამდვილი ფრესკული მხატვრობა სრულდებოდა წყალში გახსნილი სარებავებით სველ ბათქაშზე.ლეონარდომ კი ახლებური ხერხი იხმარა, გამოიყენა ტემპერისა და ზეთის საღებავების ნარევი, ზეთის საღებავების გამოყენება ფერის მეტი ნაირგვარობის მიღწევის საშუალებას იძლეოდა,მაგრამ მხატვარმა ვერ გაითვალისწინა ტექნიკური სიახლის მომავალი შედეგები.ფრესკის დამთავრებიდან ათეული წელიც კი არ იყო გასული, რომ "საიდუმლო სერობის" საღებავმა დაშლა დაიწყო. XVII ს-ში სატრაპეზოს იმ კედელში,რომელზეც შესრულებული იყო ეს დიდებული კომპოზიცია,გაჭრეს კარი,რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ფერწერა. მხატვრობას აზიანებდა სატრაპეზოსთან არსებული სამზარეულოს ოხშივარიც. შემდეგში აქ თივის საწყობიც კი იყო მოთავსებული.ამას უნდა დაემატოს უხეირო რესტავრაციები,რომლებიც ხელს უწყობდა ფერადოვანი ფენის პირვანდელი სახის დაკარგვას.მე-XX საუკუნემ საშინელი ლახვარი ჩასცა ლეონარდოს შედევრს.მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს სამონასტრო ეზოში აფეთქდა ყუმბარა, აფეთქების ტალღამ დაანგრია სატრაპეზოს კედლები,გამოანგრია კამარები.სასწაულებრივ გადარჩა კედელი,რომელზეც "საიდუმლო სერობა" იყო მოთავსებული.
სატრაპეზოსთვის შერჩეული ფრესკის სიუჟეტი სახარებიდან არის აღებული. "საიდუმლო სერობა“-ეს იყო იესო ქრისტეს უკანასკნელი ტრაპეზი თავის ერთგულ მოწაფეებთან,თორმეტ მოციქულთან ერთად. სადღესასწაულო ტრაპეზის დროს,რომელიც მოეწყო ქრისტეს მიერ მითითებულ სახლში,ქრისტემ იწინასწარმეტყველა,რომ ერთ-ერთი მოწაფე გასცემს მას. ლეონარდომ გაითვალისწინა სატრაპეზოს არქიტექტურისა და ინტერიერის განათების თავისებურება. მხედველობაში მიიღება ისიც, რომ ფრესკის მოპირდაპირე მხარეს მონასტრის წინამძღვრის მაგიდა იდგა.ლეონარდომ სცენა ააგო კედლის სიბრტყის პარალელურად. მაგიდის ზუსტი ჰორიზონტალი იმეორებდა სატრაპეზოს ინტერიერის მთავარ დამახასიათებელ დეტალებს.
„საიდუმლო სერობის“ კომპოზიცია კედლის მთელ სიგრძეს იკავებს და განლაგებულია იატაკიდან ორი მეტრის სიმაღლეზე.ფიგურები დიდი მაშტაბისაა, თითქმის ორჯერ მეტი ადამიანის ნატურალურ ზომასთან შედარებით. ასეთი მაშტაბების გამო ფრესკა გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ლეონარდოს მთავარი ამოცანა იყო ზუსტად გადმოეცა ყოველი მონაწილის რეაქცია მასწავლებლის სიტყვებზე („ერთმან თქვენგანმან მიმცეს მე“).
ყოველი პერსონაჟი რთულ ფსიქოლოგიურ განწყობილებას ავლენს. მხატვარს გადმოცემული აქვს ხასიათებისა და ტემპერამენტის უნატიფესი ნიუანსები. ყოველი მოციქული მკაფიოდ გამოკვეთილი ინდივიდუალობაა, მათი ხელები მეტყველებენ,მათ დამახასიათებელ მოძრაობაში ყოველი ადამიანის სულის ანარეკლია.
ყველაზე ენერგიულად და უშუალოდ რეაგირებენ მასწავლებლის სიტყებზე ქრისტესგან მარცხნივ მჯდომი მოციქულები.ეს ყველაზე აღელვებული და ექსპრესიული სამეულია. ახალგაზრდა ფილიპე ზეწამოჭრილია და თითქოს ეკითხება მასწავლებელს: „ნუთუ ეს მე ვარ უფალო?“(მათეს სახარება.26.22).იაკობ უფროსი შეძრწუნებული გაწეულა და შეშფოთებულად გაუშლია ხელები, თომას ზეაღუმართავს ხელი და თითქოს გაგონილის გააზრებას ცდილობს.
სულ სხვაგვარია ქრისტესგან ხელმარჯვნივ განლაგებული ჯგუფი,რომელშიც მხატვარმა გააერთიანა ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე იოანე, პეტრე მოციქული და იუდა ისკარიოტელი. ეს ჯგუფი საგანგებოდ არის გამოყოფილი,უფრო დაშორებულია ქრისტესაგან და ფიგურებიც უფრო თავშეკავებულნი არიან.მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, რადგან შინაგანი დაძაბულობა აქ ყველა ჯგუფზე მეტად არის კონცენტრირებული. შეშფოთებული იუდა უკან გადაიხარა, ხელი ხარბად ჩაავლო ღალატის საფასურით, ოცდაათი ვერცხლით სავსე ქისას,იგი ზურგით არის მობრუნებული სინათლის წყაროსკენ და მისი სახე ღრმა ჩრდილშია ჩამალული.ლეონარდომ აქ განსაკუთრებული ოსატატობით გამოიყენა კონტრასტი იუდას მახინჯ,უხეშ პროფილსა და იოანეს ნათელ, მშვენიერ სახეს შორის.ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე (1452-1519 წწ) ლეონარდომ არც ისე ბევრი ფერწერული ნაწარმოები შექმნა. მათი უდიდესი ნაწილი დაიღუპა.
წყარო:კიტა მაჩაბელი-''შედევრები და საუკუნეები''
Saturday, December 10, 2011
Wednesday, November 30, 2011
მარკ ტვენი ("ტომ სოიერის თავგადასავლიდან" "ბებრულ მარაზმამდე")
დღეს ყველასათვის საყვარელი მწერლის მარკ ტვენის დაბადების დღეა...♥ ვის არ გვახსოვს გადარეული "ტომ სოიერი", ჩემი პირველი წიგნია და ალბათ ამიტომ არის ჩემთვის გამორჩეული...მერედა როგორ მიყვარდა ეს ჟღალთმიანი, ჭორფლიანი ბიჭი... Google-მაც თავისებურად მოგვილოცა და მესრის ღებვის სიუჟეტით გაგვახალისა
როგორც მაშინდელი ამერიკელი მწერლების უმეტესობამ, მარკ ტვენმაც ლიტერატურული მოღვაწეობა ჟურნალისტობით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ 10-11 წლისა სტამბაში ასოთამწყობის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო 17 წლისა უკვე თავისი პროვინციული ქალაქის პროვინციულ გაზეთში კორესპონდენციებს წერდა, ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, წერა-კითხვა მისი საქმე მაინც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბედმა და თანდაყოლილმა ნიჭმა სხვაგვარად ინება...
დედის გარდაცვალების შემდეგ მარკ ტვენი წერდა: "ბოლოს მივხვდი,რაშიც იყო დედაჩემის ძალა:მის პატარა სხეულში ძალიან დიდი გული იდო - ყველა ბედსა და უბედობას უპოვიდა ადგილს და რაც მთავარია-ცხოვრების ბოლო წუთებამდე ქვეყნად ყველაფერი აინტერესებდა და არ შეეძლო რაიმეს ნახევრად კეთება ან ნახევრად ცოდნა!"
17 წლისა პირველად "აიტანა წერამ" და ჰანიბალის ადგილობრივ გაზეთში დაიწყო პატარ-პატარა წერილების გამოქვეყნება, მაგრამ მწერლობის პირველმა "შემოტევამ" მალევე გადაუარა-"გაზრდილმა და დადინჯებულმა" გადაწყვიტა, ჟურნალისტობით ფული დაეგროვებინა,სამდინარო გემის მართვა ესწავლა და სამხრეთ ამერიკაში, მდინარე ამაზონის გამოსაკვლევად გამგზავრებულიყო. ამ მიზნით წავიდა ჯერ ნიუ-იორკშიდა შემდეგ-ფილადელფიაში.ის ძმასთან ერთად,აიოვაში საკუთარ გაზეთსაც კი გამოსცემდა და 22 წლისა მშობლიურ მდინარეზე, ლოცმანის შეგირდად, თანაშემწედ მოეწყო. ორ წელიწადში სამდინარო გემის "მართვის მოწმობაც" მიიღო და ამაზონზე ოცნებაც თითქოს, რეალობად იქცა, მაგრამ სემუელ კლემენსმა(მარკ ტვენი) ცხადად იგრძნო, რომ ამ დიდი მდინარის-მისისიპის გადაუხდელი ვალი ჰქონდა: ყველაფერი მან ასწავლა, ბავშვობიდან გამოზარდა და ამიტომაც ვერ მოშორდებოდა ვალის გადაუხდელად...თანაც,იმ პერიოდში სხვადასხვა გაზეთში გაგზავნილმა წერილებმა(ძირითადად სატირულმა სვეტებმა) საკმაოდ პოპულარულ ჟურნალისტად აქცია და ამაზონის ჯუნგლებიც წარსულის ოცნებად დარჩა.
სემუელ კლემენსი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მარკ ტვენი, საბოლოოდ დაუბრუნდა ჟურნალისტიკას, ხოლო მისისიპისა და სამდინარო ნაოსნობას მადლობა იმით გადაუხადა,რომ ფსევდონიმად სწორედ სანაოსნო ტერმინი აირჩია: By the maaa-ark, twain!-ასეთი საგანგაშო შეძახილი ისმოდა გემზე, როდესაც სიღრმის გაზომვისას, მანძილი გემის ძირსა და ფსკერს შორის სახიფათო - ორფუტიან ნიშნულს გასცდებოდა.
პირველი რომანი 1874 წელს, 39 წლისამ დაწერა და თანაც, სხვისი თანაავტორობით.
1876 წელს კი "ტომ სოიერის თავგადასავალი"გამოქვეყნდა!
ეს იყო ნამდვილი ფურორი - მთელმა ამერიკამ და ინგლისურენოვანმა სამყარომ, თვით კონსერვატიულმა ინგლისმაც ცამდე აიყვანა ქებით! მან ეს ნამდვილად დაიმსახურა, მაგრამ ვეებერთელა "ტვირთიც აიკიდა"-მისგან მეტს ელოდნენ!!! მელევე, ორ წელიწადში ჩაიფიქრა და დაიწყო "ჰელბერი ფინის თავგადასავალი", მაგრამ "დიდების ტვირთი" მძიმე აღმოჩნდა: წერდა და შლიდა; ხევდა და თავიდან იწყებდა; საერთოდ "ივიწყებდა", სხვა რამეს წერდა და აქვეყნებდა. ამ "სხვა რამეებმა" კი ბევრს ათქმევინა,- "ტომ სოიერი" "შემთხვევითი გასროლა" იყო, კარგი ჟურნალისტი კარგი მწერალი ვერასოდეს გახდებაო..არადა, იმ "სხვა რამეებს შორის" იყო "უფლისწული და მათხოვარი",მაგრამ მწერლისგან მხოლოდ ჭეშმარიტად გენიალურ ნამუშევარს ელოდნენ და ეს ლოდინი რვა წლის შემდეგ, ფანტასტიკური შედეგით დაგვირგვინდა" 1884 წელს "ჰელკბერი ფინის თავგადასავალი" ანუ ის ნაწარმოები გამოაქვეყნა, რომელმაც, როგორც ერთმა მაშინდელმა ევროპელმა კრიტიკოსმა დაწერა, საბოლოოდ მოუპოვა ამერიკას უფლება, რომ სრულფასოვან ქვეყნად მოიხსენიებოდეს!
მარკ ტვენმა 75 წლამდე იცოცხლა და 101 წლის წინ - 1910 წელს გარდაიცვალა.
ბოლოს, როგორც ამბობენ, "ბებრული მარაზმიც" აწუხებდა (უფრო სწორად, სხვებს აწუხებდა ამით) და თავისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ეპიზოდის გამოქვეყნება 100(ანუ მიმდინარე წლის ბოლოს), 150 და ზოგისაც-500 წლის შემდეგ ბრძანა, მაგრამ დღეს ჩვენთვის, მკითხველისთვის რა მნიშვნელობა აქვს მის წარმატებებსა თუ წარუმატებლობებს ბიზნესში, მის რთულ ურთიერთობას შვილთან, მეგობრებთან თუ საყვარელთან, გაუთავებელ დავას მის ქონებასა და ლიტერეტურულ მემკვიდრეობაზე?..
ჩვენთვის მთავარი და მუდმივი ერთია, - მარკ ტვენი არის მწერალი, რომლისნაირებზეც საუკუნის მერე, მისმა ქართველმა კოლეგამ თქვა: მათი ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ ხდები იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამდე - წაკითხვამდე იყავი...
მარკ ტვენის "ფრაზების კონა":
"გველი რომ აკრძალული ყოფილიყო, ადამი მასაც შეჭამდა".
"ნურასოდეს გადადებ ხვალისთვის საქმეს, რომელიც ზეგ შეგიძლია გააკეთო!"
"ღვთის შეწევნით ჩვენ მონიჭებული გვაქვს სიტყვის,სინდისის თავისუფლება : მაგრამ ჩვენ გვაქვს აგრეთვე გონიერება,რომელიც გვკარნახობს, რომ უმჯობესია ნაკლებად გამოვიყენოთ ისინი".
"ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელ სამყაროში".
"თავის გამხნევების საუკეთესო საშუალებაა, ვინმე გაამხნევო".
"ყოველ ადამიანს აქვს მთვარესავით გაუნათებელი ერთი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს".
"ხმაური არაფერს ამტკიცებს – ქათამი ისე კრიახობს, თითქოს კვერცხი კი, არა პატარა პლანეტა დაედოს".
"თქვენ გჭირდებათ მხოლოდ უვიცობა და თავდაჯერებულობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ".
"სამოთხეში კარგი კლიმატია, ჯოჯოხეთში - კარგი საზოგადოება".
"კლასიკა- ეს არის ის, რაც ყველას უნდა, რომ წაკითხული ჰქონდეს, მაგრამ არავის უნდა წაკითხვა".
"კარგი მეგობრები, კარგი წიგნები, და მძინარე სინდისი - აი, იდეალური ცხოვრება".
"ისე არაფერი უბიძგებს ადამიანს ფულის მოპარვისკენ, როგორც საშინელი სიღატაკე ან დიდი სიმდიდრე".
"ბანკირი ის ადამიანია, რომელიც სიამოვნებით გათხოვებს ქოლგას, როცა ცა მოწმენდილია და წაგართმევს იმავე ქოლგას, როცა წვიმს".
"არსებობს სიცრუის სამი სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა".
"ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელს სამყაროში".
"გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ".
"სჯობს დახურო პირი და ჩანდე სულელი, ვიდრე გააღო და ყველა ამაში დარწმუნდეს".
"წმინდა ძროხებისგან კარგი ჰამბურგერები გამოდის".
"პატარა წერილის დაწერისთვის დრო არ მყოფნის, ამიტომაც დიდ წერილებს ვწერ".
“გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ.”
“ნამდვილი მეგობარი შენთან არის, როცა მართალი არ ხარ. როცა მართალი ხარ ყველა შენთანაა.”
“ზოგი ამტკიცებს, ადამიანსა და ვირს შორის არავითარი განსხვავება არ არისო. რა უსამართლობაა ვირის მიმართ”.
“ყოველი ადამიანის ტყავში იმალება მონა.”
“ადამიანი სამყაროს შექმნის ბოლო დღეს შეიქმნა, როცა ღმერთი უკვე დაღლილი იყო”.
“სიბნელეში თუ საკუთარ ცოლს ქურდად მიიჩნევ და ესვრი, აუცილებლად მოკლავ, მაგრამ თუ ის მართლა ქურდია, აუცილებლად ააცილებ”
“მხოლოდ მკვდრებს აქვთ სიტყვის თავისუფლება.”
“მხოლოდ მკვდრებს შეუძლიათ ილაპარაკონ სიმართლე”
“მოდით ისე ვიცხოვროთ რომ მესაფლავეებმაც დაიტირონ ჩვენი სიკვდილი.”
“საფრანგეთში არ არის ზამთარი, არ არის გაზაფხული და არც ზნეობა, სხვა მხრივ შესანიშნავი ქვეყანაა.”
“მესიზმრა, ყველა თავხედი უცხოელი გერმანულ სამოთხეში მომხდარიყო, გერმანულის ინჩიბინჩი არ გაეგებოდათ და ნანობდნენ, აფსუს ჯოჯოხეთში გადასვლა რომ არ შეიძლებაო."
“ზოგი გერმანული სიტყვა ისე გრძელია, რომ კაცმა შეიძლება მათ პერსპექტივაში გააყოლოს თვალი. როცა ასეთ სიტყვას გასცქერით, იგი ბოლოში რკინიგზის ლიანდაგივით ვიწროვდება.”
“დიდება კვამლია, წარმატება – შემთხვევითობა, ერთადერთი საიმედო ამქვეყნად, ის არის როცა შენთვის ხარ და კაციშვილი არ გიცნობს.”
“ჩემი გაგზავნა გადაუწყვეტიათ საზღვარგარეთ ელჩად თუ კონსულად. საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს ამბავი სულაც არ მხიბლავს. ღმერთია მოწმე, ისედაც საკმაოდ უხეში და ზარმაცი ვარ, თუმცა არსად არ ვყოფილვარ ამერიკის ელჩად.”
“მკითხველო, წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ იდიოტი ხართ, ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ამერიკის კონგრესის წევრი … თუმცა რა, ეს ხომ გამეორება გამოვიდა”

"ლოგინი იატაკზე გამიშალეთ და გარშემო ყვავილები დამაყარეთო"...
1915 წლის გაზაფხულზე ვაჟა-ფშაველა სამკურნალოდ თბილისში ჩამოვიდა. ცოტა მოიკეთა და "სიტყვაკაზმული საზოგადოების" სახელით, ლიტერატურული საღამო მოუწყვეს.იმ საღამოზე დაფნის გვირგვინი მიართვეს მწერალს, რომელზეც ეწერა:"ქართული პოეზიის არწივს". ღონისძიების დასრულების შემდეგ, ვაჟას ორთაჭალის ბაღში კარგი სუფრა გაუშალეს...
მალე ისევ ლოგინად ჩაწვა.მარცხენა ფერდის არეში ტკივილი აწუხებდა. მას ცნობილი ექიმი და კრიტიკოსი-ივანე გომართელი მკურნალობდა. პოეტს პლევრიტი ჰქონდა. 5 ივნისს ვაჟას ოპერაცია გაუკეთეს და ფილტვიდან სითხე ამოუღეს. ოპერაციის შემდეგ თითქოს უკეთესად გრძნობდა თავს. 14 ივნისს ვაჟა წმინდა ნინოს სახელობის ქარტულ ლაზარეთში (ახლანდელი უნივერსიტეტის შენობა) გადაიყვანეს.სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში პოეტს მთა და მთის წყალი უნატრია. შიო მღვიმელმა და სანდრო რაზიკაშვილმა თხოვნა ნაწილობრივ შეუსრულეს. 27 ივლისის დილას პოეტი თითქოს კარგად გამოიყურებოდა, ექიმსა და მოწყალების დას ემუსაიფებოდა. შუადღიდან კი ცუდად გახდა. რომელი საათიაო?-უკითხავს.-სამიო,-უპასუხეს. ვაჟას უთხოვია:თუ ღმერთი გწამთ, ლოგინი იატაკზე გამიშალეთ და გარშემო ყვავილები დამაყარეთ, იქნებ მაშინ მაინც წარმოვიდგინო ჩემი ძვირფასი მთაო...საღამოს ექვს საათზე პოეტმა უფრო ცუდად იგრძნო თავი და ვერაფრით მოაბრუნეს. გულისცემა უჩერდებოდა, მალე გონებაც დაკარგა. ერთი საათის შემდეგ თავზარდამცემი ამბავი მთელ ქალაქს მოედო...

Saturday, November 12, 2011
ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე -ქვეყანა აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელმაც ძვ. წ. 525 წელს არსებობა შეწყვიტა.
მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი- ეგვიპტური ცივილიზაცია ჩაისახა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე, მდინარე ნილოსის დაბლობში. თვლიან, რომ სახელწოდება "ეგვიპტე" მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან "აიგუიპტოს", რომელიც თავის მხრივ აღმოცენდა ქალაქ ხეტ-კაპტახის სახელწოდებიდან, რომელსაც მოგვიანებით ძველი ბერძნები მემფისს უწოდებდნენ. თვით ეგვიპტელები თავიანთ ქვეყანას "კემეტს" უწოდებდნენ, რაც შავ მიწას ნიშნავს ადგილობრივი ნიადაგის ფერის მიხედვით.
ძვ.წ. 5 000 წელს პალესტინიდან და ნუბიიდან გადმოსახლდნენ უცხო ტომები და დასახლდნენ ნილოსის ნაპირთან. ეს ადამიანები გახდნენ პირველი ეგვიპტელები, რომლებმაც სათავე დაუდეს ამ უძველეს ცივილიზაციას.
ეგვიპტეში თავისი მოგზაურობის შესახებ ზუსტი ცნობები დაგვიტოვა სტრაბონმა თავისი „ გეოგრაფიის „ მე-17 წიგნში, სადაც იგი დაახლოებით 90-მდე ეგვიპტურ ქალაქს აღწერს. ძვ.წ. IV-III საუკუნეთა მიჯნაზე ქალაქ ჰელიოპოლისის ქურუმმა მანეთონმა პირველმა შემოიღო ეგვიპტის ფარაონთა დინასტიებად დაყოფის პრინციპი, რომელიც დღემდე თითქმის უცვლელად გამოიყენება. ეგვიპტის ხელახალი აღმოჩენა ევროპის მიერ დაკავშირებულია ნაპოლეონის სახელთან , რომელიც 1798 წელს სამასზე მეტი გემისგან შემდგარი ფლოტილიით ეგვიპტის ნაპირებს მიადგა. მას თან ახლდა ვინმე დომენიკ ვივან დენონი , მის მიერ შეგროვებულ მასალებზე დაყრდნობით დაიწერა 24-ტომიანი წიგნი „ეგვიპტის აღწერა“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ მეცნიერებას - ეგვიპტოლოგიას.ამავე თარიღთანაა დაკავშირებული იეროგლიფური დამწერლობის გაშიფვრა ფრანსუა შამპოლეონის მიერ 1822 წლის 27 სექტემბერს. ფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. იგი ღვთის შვილად მიიჩნეოდა და მის სამეფო ტიტულს ”რას შვილიც” ემატებოდა. თვით ტერმინი ”ფარაონი” ორი სიტყვის შერწყმაა: ”პერ-აა”, რაც ”დიდ სისხლს” ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა.ეგვიპტელთა რელიგიურ წარმოდგენებზე დაყრდნობით სრულდებოდა ფარაონთა მუმიფიცირების რიტუალი. ეგვიპტელთა აზრით, მიცვალებული ცხოვრებას აგრძელებდა სიკვდილის შემდეგ მკვდართა სავანეში ანუ ამიდოსში, სადაც აბსოლუტურად ისევე ცხოვრობდნენ, როგორც სააქაოში. ამიტომ, მისი იმქვეყნიური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, აუცილებელი იყო სხეულის კარგად შენახვა და საყოფაცხოვრებო ნივთების ჩაყოლება.
ძველი ეგვიპტის დედაქალაქის-მემფისის დასავლეთით, ნილოსიდან დაახლოებით ორი საათის მანძილზე, დედაქალაქსა და ე.წ. “მუმიათა ზეგანს” შუა ხოაქიტები და პარასქიტები ცხოვრობდნენ. ეს უკანასკნელნი ცხედრებს აბალზამირებდნენ.მუმიის არსებობა გათვლილი იყო დაახლოებით ათას წელზე, ანუ იმ ვადაზე, რამდენ ხანსაც დედამიწაზე აჩრდილი „კა“ უნდა დარჩენილიყო.
ამჟამად აღმოჩენილი მუმიებიდან ყველაზე ძველია დედოფალ ხეტეფზხერესის მუმია, რომელიც თარიღდება ძვ.წ. მესამე ათასწლეულით. ყველაზე კარგად კი შესწავლილია ფარაონ ტუტანხამონის მუმია, რომლის ირგვლივ პოლემიკა დღემდე არ წყდება.
რელიგიურ წარმოდგენებს ედო საფუძვლად ასევე პირამიდების მშენებლობაც. ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის უმაღლესი პერიოდი III-IV დინასტიების ხანაა. ამ დროს ფარაონებისთვის ააგეს შვიდი განსასვენებელი, აქედან ორი დაუმთავრებელი დარჩა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხეოფსის (ხუფუ), ხეფრენის (ხაფრა) და მიკერინის (მენკაურა) პირამიდები.გვიტემ დასაბამი დაუდო მსოფლიო მონუმენტური ქვის არქიტექტურას. ამასთანავე, საფუძველი ჩაუყარა სკულპტურულ პორტრეტს.
ეგვიპტის ხელოვნების მონაპოვარია კლასიკური არქიტექტურული ფორმები: პირამიდა, ობელისკი, სკეტი. არქიტექტურული დეკორის სხვადასხვა ელემენტი-მრგვალი ქანდაკება, რელიეფი, მონუმენტური ფერწერა.
ეგვიპტელებმა პირველებმა აითვისეს ქვის კონსტრუქციული და დეკორატიული შესაძლებლობები. ასევე პლასტიკური ხელოვნების ძირითადი საშუალებები: მოცულობა, მასა, სიბრტყე, ხაზი,სილუეტი, ფერი-ფერწერასა და რელიეფში.

Thursday, November 10, 2011
ძველი ინდოეთის კულტურა
ინდოეთი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს.მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია თავისი კულტურის უდიდეს ნაწილს სწორედ ინდოეთისაგან ეზიარა,
შორეულ წარსულში ინდოეთს „ბრძენთა ქვეყანას“ უწოდებდნენ. ინდური კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურებაა ადამიანის სულის სიღრმეში, მის შინაგან სამყაროში შეღწევა. ამის ნათელი მაგალითია ძველინდური ფილოსოფია და იოგას სისტემა.
ძველი ინდური კულტურა დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლეულიდან ახ.წ. VI ს-მდე არსებობდა. შესაბამისად ძველი ინდოეთის ისტორია ორ დიდ პერიოდად იყოფა: 1. ჰარაპის ცივილიზაციის ხანა (ძვ.წ. 2500-1800). 2. არიული პერიოდი,რომელიც ინდოეთის ისტორიის შემდგომ ხანას მოიცავს და ინდოეთის ტერიტორიაზე არიელთა განსახლებას უკავშირდება.
ძვ.წ. VI საუკუნეში ინდოეთში ჩაისახა სამ მსოფლიო რელიგიათაგან უძველესი-ბუდიზმი. მისი ფუძემდებელი იყო შაკიების სავარეულოს ბელადის ვაჟი სიდჰართხა გაუტამა, რომელმაც 7 წლიანი ასკეტური ცხოვრების შედეგად, 40 წლის ასაკში გასხივოსნების მდგომარეობას მიაღწია და ბუდა ეწოდა.
ძვ.წ. 261 წელს აშოკის მმართველობის დროს ბუდიზმი ინდოეთში ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. სხვადასხვა ინდურ რელიგიათა საფუძველზე ექვსი ფილოსოფიური სისტემა, ანუ მიმდინარეობა ჩამოყალიბდა (ნიია, ვაიშეშიკა, სანქჰია, მიმანსა, ვედანტა და იოგა), რომლებსაც დარშანები ეწოდებოდა.
ინდური კულტურის ფორმირების გზაზე ახალი ეტაპი ძვ. წ IV ასწლეულის ბოლო მეოთხედში დაიწყო, როდესაც ხელისუფლების სათავეში მაურიების დინასტია (321-185 წწ) მოვიდა. ამ მოვლენას წინ უძღოდა დასავლეთ ინდოეთის დაპყრობა ჯერ აქემენიანთა სპარსეთის, შემდეგ კი ალექსანდრე მაკედონელის მიერ ძვ.წ 326 წელს.
ძვ. ინდოეთის მხატვრულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი ლიტერატურას უჭირავს. ინდოეთში დამწერლობა, ჯერ კიდევ ჰარაპის კულტურის ხანაში გაჩნდა , შემდეგ კი ზოგიერთი ცვლილება არიელთა შემოჭრის შემდეგ განიცადა, საკუთრივ ინდური დამწერლობა კი ძვ.წ V საუკუნეში ჩაისახა. მეცნიერებაში არსებობს მოსაზრება, რომ ინდური დამწერლობა სემიტური დამწერლობის სისტემისაგან წაროიშვა.
III –IV საუკუნეებში ტამილანდში ფუნქციონირებდა უმაღლესი რანგის პოეზიის აკადემია, რომელსაც „სანგა“ ეწოდებოდა. აქ იკრიბებოდნენ პოეტები, დრამატურგები, გროვდებოდა საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებები, იდგმებოდა დრამატული ნაწარმოებები და ა.შ.
უმთავრეს ლიტერატურულ წყაროს არიელთა პერიოდის სესახებ „ვედები“ წარმოადგენს, რომელიც არიელ დამპყრობლებს თან მოჰყვა ინდოეთში. ეს არის 4 ნაწილისაგან შემდგარი რელიგიური ტექსტების, ჰიმნების, სიმღერებისა და მაგიური ფორმულების კრებული.
სწორედ ვედების საშუალებით გახდა ცნობილი, რომ იმჟამინდელი ინდური საზოგადოება ოთხ კასტად, ანუ ვარნად დაიყო: 1.ბრაჰმანები, რომლებსაც ქურუმები შეადგენდნენ, 2. ქშატრიები-მეომრები და მოხელეები, 3. ვაიშები - ვაჭარ - ხელოსნები, მიწათმოქმედები, 4. შუდრები დაპყრობილი ტომების, მონების და უთვისტომოებისაგან შედგებოდა.
ახალ, ეპიკურ ეტაპზე (ძვ.წ პირველი ათასწლეული) ვედების რელიგიის ტრანსფორმაცია მოხდა ჯერ ბრაჰმანიზმად, შემდეგ ინდუიზმად.ინდუიზმს ორი ძირითადი მიმდინარეობა აქვს: ვიშნუიზმი და შივაიზმი, თანამედროვე პერიოდში მას კრიშნაიზმიც დაემატა. ინდუიზმის წმინდა წიგნად „ბაჰავატგიტაა“ (ღმერთის სიმღერა) აღიარებული.მისი უმთავრესი საფუძველია მოძღვრება სულთა მუდმივ გადასახლებაზე (სანსარა), რაც ადამიანის ქმედებათა (სანკრისტულად - კარმა) შესაბამისად ხორციელდება.
ინდური კულტურის წარმოდგენა შეუძლებელია მუსიკის, ცეკვისა და თეატრის გარეშე, რომლებიც ორიგინალურადაა ერთმანეთთან შერწყმული.
ინდური მუსიკის თავისებურებებს, ცეკვის კანონებსა და ტექნიკას ეძღვნება უძველესი ტრაქტატი „ნატიაშასტრა“, მასში ნათქვამია, რომ „ მუსიკა ბუნების ხეა, მისი ყვავილობა კი ცეკვაა“. ინდური ცეკვის შემქმნელად ღმერთი შივა ითვლება, ასევე ღმერთებადაა ცნობილი კრიშნა და რამა.რაც შეეხება ძველ ინდურ არქიტექტურას, ძირითადად ძვ. წ მესამე საუკუნეზე ადრინდელ არქიტექტურულ ძეგლებს ჩვენამდე არ მოუღწევია, ამის მიზეზი ის არის რომ იმ პერიოდში მთავარ სამშენებლო მასალას ხე წარმოადგენდა. ძვ. წ მესამე საუკუნიდან კი ძველმა ინდოელებმა ქვის გამოყენება დაიწყეს. უმტავრესი ძეგლები ინდოეთში ბუდას სახელს უკავშირდებოდა. ბუდისტურ საკულტო ნაგებობათა შორის გავრცელებული იყო გამოქვაბულთა ტაძრენი, ფილები და სვეტები ე.წ სტამბჰები.ფილა მიწის ბორცვს წარმოადგენდა. გადმოცემის თანახმად, ამ ფილებში ბუდას სხვადასხვა რელიქვია ინახებოდა, გარედან ისინი შემოსაზღვრული იყო ოთხალაყაფიანი გალავნებით, ეს ალაყაფები სამყაროს ოთხ მხარესტან ერთად ბუდაც ცხოვრების გზას მიუთითებდა- დაბადებას (ამოსავლეთი), გასხივოსნებას (სამხრეთი), ქადაგებას (დასავლეთი) და ნირვანას (ჩრდილოეთი).
მთელ ინდოეთის ტერიტორიაზე ბუდასადმი მიძღვნილი ათასობით ფილა იქნა აგებული, რომელთაგან კლასიკურ ნიმუშად მიჩნეულია სანჩაში აგებული ფილა (ძვ.წ 250წ) , მისი სიმაღლე დაახლოებით 23 მეტრია, ფუძის დიამეტრი 36. ბუდისტური არქიტექტურის სხვა სახეობაა სტამბჰები. ყველაზე მეტად ცნობილია მეფე აშოკის მიერ აგებული „ლომის კაპიტელი“, რომელიც ინდოეთის სახელმწიფო გერბი გახდა.
აღსანიშნავია აჯანტის კომპლექსი, რომელიც 29 გამოქვაბულს აერთიანებს.
ძველი ინდური კულტურის ბოლო ეტაპი ახ. წ მეოთხე საუკუნეში დაიწყო ხელისუფლების სათავეში ჰუფთების დინასტიის მოისვლით, რომელიც ერთგვარი პრელუდია იყო ინდოეთის შუა საუკუნეების ისტორიისათვის, მას ინდოეთის ოქროს ხანა ეწოდება (320-535 წწ).

კონსტანტინე გამსახურდია - "დიონისოს ღიმილი"
"მე ვიტყვი სიტყვას-ათასები ყურს დამიგდებენ. მე ვიტყვი სიტყვას შვენიერზე და ღვთაებრივზე და ჩემი სიტყვა თუ დაეცა ფხვიერ ყამირზე, ამ სიტყვას მერმე ათასები ისევ იტყვიან".
"იყავ თამამი, იყავ თამამი და ნუ იქნები მეტად თამამი".
"და სდაც თავშეკავება არ არის, იქ გრძობა ვულგარულია და გულისამრევი. ჭეშმარიტსა და მაღალ სიყვარულს შორით-ბნედა ასაზრდოებდა მუდამ".
"ცხოვრებაში ხომ ყველაფერი წამიერი ხილვაა, სხვა დანარჩენი:მოგონებაა და სიზმარი მტკნარი".
"ხომ აუტანელია: ქვეყანაზე საკუთარი "შინ" არა გქონდეს, ცაში რმერთი არ გეგულებოდეს და არც არვის უყვარდე, ამ გაუხარებელი ცხოვრების ბნელ ღამეში?!"
"ან რომელი ღმერთი მეტყვის, თუ საიდან მოდის ჩემს სულში სიხარული ან მწუხარება?"
"წამიერება უკუნეთის ცალფა რგოლია".
"უკანასკნელი რაკეტები ყველაზე უკეთ ანათებენ".
"ყოველი საინტერესო ადამიანი ავანტიურისტია".
"ასეა, ბედისწერის ბნელ დერეფნებში მოხეტიალენი, გვიან ვცნობილობთ ერთმანეთს".
"ლექსი აროდეს დაუწერია, ყველაზე დიდი პოეტი იყო. მახვილი ხელში არ სჭერია, იყო გმირებძე თვით უგმირესი. მიწა-მამული არა ჰქონია,-ყოველ თავადზე უთავადესი. თუმცა საცოლე არა ჰყოლია,-ყოველს საქმროზე ულამაზესი. მეფეებს, მდიდრებს და მწოგნობრებს გადაუდგა, სულით გლახაკებს და მონებს მიემხრო".
"აჰ, ეს ბედნიერი დღეები! ჩემი ცხოვრების შვიდბეჭდიან წიგნში ისინი შემთხვევით ჩარჩენილ ყვავილების ფურცლებივით ჩაიფერფლნენ, მაგრამ მათი სურნელება ახლაც მწვდება".
"უბირ ადამიანებს სჩვევიათ:პირველ შეხვედრილსავე უამბობენ უცნობს თავიანთ გულის ჭირს და თავგადასავალს".
"ყოველ ციხეს თავისი ხვრელი მოეძებნება".
"ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტი, როცა მას გარე სამყაროს მზერა მოსწყინდება და მხოლოდ საკუთარი სულის დაკვირვება და მარტოობა მოენატრება".
"ადამიანური ლექსიკონი ძლიერ ღარიბია. ძილსა და სიცხადეს, სიკვდილსა და სიცოცხლეს, ბნელსა და ნათელს შორის კიდევ არის რაღაც მესამე".
Subscribe to:
Posts (Atom)